ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ შეკრებას დაესწრო

„ქართული ოცნების” ოფისში გამართულ შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ივანიშვილი შეხვედრას ფრაქციის წევრების თხოვნით დაესწრო, ”რადგან არის გარკვეული საკითხები, რაზეც მასთან შეკითხვები ჰქონდათ”, თუმცა მეჭიაურმა კონკრეტული საკითხები არ დაასახელა.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ”ამ წუთიდან პარტიას ტოვებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია ”ქართულ ოცნებაში”, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები