ეგვიპტური ავიალაინერის კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე სალონში დეტექტორმა კვამლი დააფიქსირა

ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომელიც 19 მაისს ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა, კვამლის დეტექტორი ამოქმედდა. ამის შესახებ გამოცემა Aviation Herald-ი წერს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დეტექტორმა კვამლი თავდაპირველად ლაინერის ტუალეტში დააფიქსირა, ხოლო შემდეგ – რადიოელექტრონულ განყოფილებაში. რამდენიმე წუთში კი ავიალაინერთან კავშირი გაწყდა.
როგორც „ბი-ბი-სის“ გამოცემა Aviation Security International Magazine-ის რედაქტორმა ფილიპ ბაუმმა განუცხადა, ამ მონაცემების გამო ავიალაინერის ბორტზე ტექნიკურ გაუმართაობას არ გამორიცხავს. ბაუმის თქმით, საუბარი შეიძლება იყოს მოკლე ჩართვაზე, ხანძარზე ან ბომბის აფეთქებაზე. როგორც საბერძნეთის ხელისუფლება აცხადებს, ეგვიპტურმა ლაინერმა ორი მანევრი განახორციელა, რის შემდეგაც ის ზღვაში ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები