ჩინეთში წამლების არალეგალური რეალიზების ფაქტზე 135 ადამიანი დააკავეს

ჩინეთის 22 პროვინციაში არალეგალური აფთიაქების ქსელების გამოაშკარავების შედეგად 135 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დაკავებულთა შორის ჯანდაცვის სფეროს 10 თანამშრომელია. მათ გულგრილობაში ედებათ ბრალი, ვინაიდან აიტაკქვეშა გამყიდველებისგან არალიცენზირებულ წამლებს ყიდულობდნენ. დაკავებულთა ნაწილი წამლების გადაყიდვით იყო დაკავებული.
არალეგალური წამლების ქსელების გამოაშკარავების სკანდალი ჩინეთში რამდენიმე თვის წინ ატყდა. გამომძიებლების ინფორმაციით, მათ სხვადასხვა წამლის არალეგალური ვაჭრობის ქსელი გამოააშკარავეს, რომელშიც ცოფის საწინააღმდეგო, „ბ“ ჰეპატიტის და პოლიომელიტის საწინააღმდეგო წამლებით ვაჭრობა ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები