ამერიკული ავიაკომპანიის ლაინერის პილოტებს ფრენის დროს ჩაეძინათ

ამერიკული ავიაკომპანიის ავიალაინერზე, რომელიც საფრანგეთიდან ქუვეითში მიფრინავდა, ინციდენტი მოხდა – პილოტებს რეისის დროს ჩაეძინათ. ამის შესახებ ეგვიპტური მედია წერს.
პილოტები გამოძახებებს არ პასუხობდნენ, რის გამოც ჰაერში ბერძნული F-16- ის ტიპის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ.
ბერძნული მედია წერს, რომ ინციდენტი ეგვიპტური ავიალაინერის ჩამოვარდნიდან 15 საათში მოხდა. დისპეტჩერები პილოტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. როდესაც ავიალაინერს ბერძნული ავიაგამანადგურებელი მიუახლოვდა, სამხედრო პილოტმა დაინახა, რომ ლაინერის ორივე პილოტს სძინავს, ხოლო თვითმფრინავს ავტოპილოტი მართავს.
„როდესაც ბორტგამცილებლებმა ავიაგამანადგურებელი დაინახეს, ისინი პილოტების კაბინაში შევიდნენ და აღმოაჩინეს, რომ პილოტებს ეძინათ. ამის შემდეგ ისინი გააღვიძეს“, – იუწყება საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრო.
ტელეარხ Skai-ის ინფორმაციით, საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკულ ავიაკომპანიას, რომლის სახელიც არ კონკრეტდება, წერილი გაუგზავნა და საწვავის ფასის ანაზღაურება მოსთხოვა, რომელიც ცაში აფრენილმა ავიაგამანადგურებლებმა დახარჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები