თეთრი სახლის შესასვლელთან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრი სახლის ჩრდილოეთ შესასვლელთან, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, 14:00 საათზე მოხდა. აღნიშნული შემთხვევის გამო, თეთრი სახლის შესასვლელი ბლოკირებულია. შემთხვევის დროს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა თეთრ სახლში იყო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. ადგილზე უშიშროების სამსახური მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები