თურქეთის პარლამენტმა საკუთარ წევრებს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა

თურქეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც დეპუტატებს იმუნიტეტს უხსნის. ამ გადაწყვეტილებას 550 დეპუტატიდან 376-მა დაუჭირა მხარი. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელს მოაწერს. მან დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას უკვე უწოდა „ისტორიული“.
„ჩემს ხალხს არ სურს ამ პარლამენტში დამნაშავეების ხილვა, განსაკუთრებით კი იმათი, ვინც ტერორისტულ სეპარატისტულ ორგანიზაციას მხარს უჭერს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტია“ იგულისხმა, რომელსაც ის „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები