ავღანეთში აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის 11 წევრი დაიღუპა

ავღანეთში, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის 11 წევრი დაიღუპა. კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვი და ორი ქალია. აფეთქება ბაგლანის პროვინციაში, ქაბულის სიახლოვეს მოხდა. დაღუპული ადამიანები აფეთქების მომენტში მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები