სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ავიადარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ბაშარ ასადის ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სირიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, ავიადარტყმა ხან სიბილის რაიონის დასახლებულ პუნქტებზე განხორციელდა. დაჭრილები საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები