აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ საკუთარი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომეხმა სამხედროებმა შეცდომით საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი. ის აგდამის მახლობლად სადაზვერვო ფრენას ახორციელებდა. უპილოტო აპარატის ნამსხვრევები აზერბაიჯანული მხარის მიერ კონტროლირებას ტერიტორიაზე ჩამოცვივდა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, ეს უკვე მეორე უპილოტო აპარატია, რომელიც ბოლო კვირაში სომხურმა მხარემ შეცდომით ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები