ნატო ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც დარჩება

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა გადაწყვეტილებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც დარჩება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ავღანეთის ნაციონალური არმია პროფესიონალურად და დიდი თავდადებით მოქმედებს, მაგრამ ავღანეთის წინაშე მრავალი გამოწვევა რჩება. ამიტომ მისია გაგრძელდება“, – განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს, როგორც მინიმუმ, 2020 წლამდე დააფინანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები