ეგვიპტური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ადამიანის სხეულის ფრაგმენტი აღმოაჩინეს

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტი, ასევე სავარძლის და ბარგის ნაწილებია აღმოჩენილი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის პანოს კამენოსის განცხადებით, ბერძნულმა რადარებმა ავიალაინერის ტრაექტორიის მოულოდნელი ცვლილებები დააფიქსირა.
თავდაპირველად ის 4,5 ათას მეტრზე დაეშვა, ხოლო შემდეგ რადარებიდან გაქრა. Airbus А320, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, 19 მაისს ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. მის ბორტზე მყოფი 66-ვე ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერის ჩამოვარდნის ძირითად ვერსიად ტერაქტი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები