უკრაინის უმაღლეს რადასთან კვამლის ხელყუმბარები ისროლეს

უკრაინის უმაღლეს რადასთან ნაციონალისტური ორგანიზაცია „აზოვის“ აქცია გაიმართა. აქტივისტებმა უმაღლესი რადის შენობას ალყა შემოარტყეს და დონბასში არჩევნების ჩატარების აკრძალვა მოითხოვეს. აქტივისტებმა კვამლის ხელყუმბარები გაუშვეს და შუშხუნებს ცეცხლი მოუკიდეს.
როგორც „აზოვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეი ბელეცკიმ განაცხადა, თუ დეპუტატები სწორ გადაწყვეტილებას არ მიღებენ და მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, რადიკალები „ძალის“ ენით დაიწყებენ საუბარს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 24 ივლისს პრორუსი სეპარატისტები ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას აპირებენ. ოფიციალური კიევი და დასავლეთის ქვეყნები არჩევნებს არ აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები