ინდოეთში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა

ინდოეთის ქალაქ ფალოდიში, რომელიც რაჯასტანის პროვინციაში მდებარეობს, რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. ტემპერატურა აქ 51 გრადუს ცელსიუსამდე ავიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა ინდოეთში, რომელიც ოდესმე ყოფილა. წინა რეკორდი 50,6 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. ბოლო თვეებში ინდოეთი ძალზე მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა. ზოგიერთ ჩრდილოეთ შტატში კი 40 გრადუსზე მაღალი სიცხე რამდენჯერმე დაფიქსირდა. თუმცა 50 გრადუსზე ზევით ტემპერატურა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის, აქ იშვიათად ადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები