ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიალაინერის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

ეგვიპტის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიალაინერის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. „ეი ბი-სი ნიუსის“ ცნობით, ნამსხვრევები ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით, 180 კილომეტრში, აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ზღვაში ნაპოვნ ნამსხვრევებს შორის მგზავრების პირადი ნივთებია. EgyptAir-ის ავიალაინერი A-320, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, ხმელთაშუა ზღვის თავზე რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა. მის ბორტზე 66 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი, სავარაუდოდ, დაიღუპა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მთავარ ვერსიად ტერორისტული აქტი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები