მეორე დღეა ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიალაინერის ნამსხვრევებს ეძებენ

ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის ნამსხვრევებს მეორე დღეა ხმელთაშუა ზღვაში ეძებენ. სამძებრო ოპერაციაში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიის და აშშ-ის ავიაცია და გემები მონაწილეობენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთის სანაპიროსთან თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ეს ეგვიპტური ლაინერის ნამსხვრევებია.
შეგახსენებთ, რომ EgyptAir-ის თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, ხმელთაშუა ზღვის თავზე რადარებიდან გაქრა.  მის ბორტზე 66 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი, სავარაუდოდ, დაიღუპა.
ეგვიპტის და საფრანგეთის ხელისუფლება, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მთავარ ვერსიად ტერორისტულ აქტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები