„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 25 ადამიანი აზოტმჟავით მოკლეს

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 25 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ისინი აზოტმჟავით სავსე კასრებში მოათავეს, ვიდრე ყველა არ დაიღუპა. ამის შესახებ „დეილი მეილი“ იუწყება. ისლამისტებმა ეს პირები ერაყის უშიშროების ძალების სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. აზოტმჟავა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინერალური მჟავაა. ის პრაქტიკულად ყველა ნივთიერებას შლის ოქროსა და პლატინის გარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები