ისრაელის თავდაცვის მინისტრი გადადგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იალონმა ქვეყნის მთავრობას გადადგომის შესახებ აცნობა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში ახლა უკვე ყოფილი მინისტრი წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის საქციელმა იმოქმედა, რომელშიც მოშე იალონმა „რწმენა დაკარგა“.
„მე მთავრობასა და ქნესეთს ვტოვებ და პოლიტიკურ კარიერაში შესვენებას ვაცხადებ“, – განაცხადა იალონმა.
კონფლიქტი პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შორის ხევრონში გასული წლის ბოლოს მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, სადაც ებრაელმა ჯარისკაცმა დაჭრილი პალესტინელი მოკლა, რომელიც მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. „ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ იალონმა შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები