ერაყში რამდენიმე დღით ინტერნეტი გათიშეს

ერაყში, სკოლის გამოცდების პერიოდში, მთელ ქვეყანაში ინტერნეტი გაითიშა. ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აღნიშნულით  მოსწავლეებს გადაწერის საშუალებას არ მიცემს. ანალოგიური ღონისძიებები ერაყში შარშანაც განხორციელდა. ამასთანავე, მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა, რომ ინტერნეტის გათიშვა სკოლის გამოცდებს უკავშირდება და სხვა მიზეზებს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი დღეს „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს დაკავებული და სამთავრობო ძალები „ბოევიკების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციებს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები