ტაივანის ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა
პირველად ტაივანის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა. ცაი ინვანის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ტაიბეიში გაიმართა. ცაი ინვანი, რომელიც ოპოზიციური დემოკრატიული პროგრესული პარტიის ლიდერია, ტაივანის დამოუკიდებლობის გაძლიერების მომხრეა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, პეკინსა და ტაიბეის შორის ურთიერთობები გართულდეს.