ევროკავშირი და აშშ ბანკებს და კომპანიებს ირანთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ

უცხოურმა ბანკებმა და კომპანიებმა ირანთან ლეგალური ბიზნესი უნდა აწარმოონ. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის, ევროკავშირის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში.
„ჩვენ წინ არ აღვუდგებით საერთაშორისო კომპანიებს ან ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ, თუ ისინი მოქმედ კანონებს იცავენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირანთან ბირთვული შეთანხმების მიხედვით, რომელიც გასული წლის ზაფხულში იყო მიღწეული, თეირანს სანქციები მოეხსნა, თუმცა მოგვიანებით ვაშინგტონმა ირანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო ახალი სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები