ირანში თავისუფალი ეკონომიკური ზონა გაიხსნა

 ირანის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში, ჩაბახარის პორტში, თავისუფალი ეკონომიკური ზონა გაიხსნა. მისი სრული სახელწოდებაა: „ინდოეთის ოკეანის ქვეყნების ასოციაციის თავისუფალი ეკონომიკური ზონა“ (IORA). როგორც პროექტის პრეზენტაციაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველმა დირექტორმა ჰამედ ალი მობარაკიმ განაცხადა, პროექტში 20 ქვეყანა მონაწილეობს და მათ ამ დღეებში კონფერენცია გამართეს. ირანის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პროექტი ირანს საზღვაო პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები