ბაღდადთან აფეთქების შედეგად ცხრა სამხედრო დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს დანაღმული შენობის აფეთქების შედეგად ცხრა ერაყელი სამხედრო დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც სამხედროები ერთ-ერთ შენობას ამოწმებდნენ და მასში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ ეძებდნენ.
„ისლამურ სახელმწიფოზე“ ერაყში სამთავრობო ძალების შეტევის პარალელურად ამ დაჯგუფების „ბოევიკები“ გააქტიურდნენ. ბაღდადსა და მის შემოგარენში ბოლო დღეებში მომხდარი ტერაქტების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები