ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის ნამსხვრევებია აღმოჩენილი, რომელიც დღეს ზღვაში ჩავარდა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბერძნული ხომალდები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ, პლასტიკური ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილ ავიალაინერს ეკუთხვნის. ნამსხვრევები მაშველებმა კუნძულ კარპატოსთან აღმოაჩინეს. EgyptAir-ის თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, რადარებიდან დღეს დილით გაქრა. მის ბორტზე 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი, სავარაუდოდ, დაიღუპა. საფრანგეთის და ეგვიპტის ხელისუფლებები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ერთ-ერთ მთავარ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები