ნატომ და მონტენეგრომ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ოფიციალურად მოაწერეს ხელი

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ოფიციალურად მიიწვია მონტენეგრო თავის რიგებში. შესაბამის პროტოკოლს ბრიუსელში მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მილო დუკანოვიჩმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოაწერეს ხელი.
მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი გახდება. ამის შემდეგ აშშ-ის სენატმა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების პარლამენტებმა ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება უნდა მოახდინონ. როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე ნატოს გენმდოვანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ეს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ისტორიაში უსაფრთხოების ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები