ინტერნეტში ეგვიპტური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

YouTube-ზე ეგვიპტური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელმაც დღეს ხმელთაშუა ზღვის თავზე კატასტროფა განიცადა. EgyptAir-ის თვითმფრინავი პარიზიდან კაიროში მიფრინავდა. ვიდეოს ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ მიფრინავს ცაზე კაშკაშა ობიექტი. საუდის არაბეთის გაზეთი Al-Jazirah-ი იუწყება, რომ კადრები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გემის კაპიტანმა გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტიური ავიაკომპანიის თვითმფრინავი დღეს ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. მის ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი, სავარაუდოდ, დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები