ავღანელმა პოლიციელმა რვა სამართალდამცველი მოკლა და თალიბებთან გაიქცა

ავღანეთის პოლიციის თანამშრომელმა რვა სამართალდამცველი მოკლა და მოძრაობა „თალიბანს“ შეუერთდა. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. ინციდენტი ქალაქ ქალატში მოხდა. მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელმა ავტომობილი გაიტაცა და თალიბებთან გაიქცა. მან ასევე იარაღი და ტყვია-წამალი წაიღო. მოძრაობა „თალიბანმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები