უკრაინის პარლამენტმა დნეპროპეტროვსკს და დნეპროძერჟინსკს სახელები გადაარქვა

დეკომუნიზაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის უმაღლესმა რადამ ქალაქ დნეპროპეტროვსკს სახელი გადაარქვა. ამიერიდან ის დნეპრის სახელს ატარებს. სახლწოდებიდან დეპუტატებმა კომუნისტური ლიდერის, გრიგორი პეტროვსკის სახელი ამოიღეს. გარდა ამისა, რადამ სახელი შეუცვალა ქალაქ დნეპროძერჟინსკს, მას ამიერიდან კამენსკოე ეწოდება. ამ გადაწყვეტილებას უმაღლესი რადის 247-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მთლიანად, უკრაინელი დეპუტატების გადაწყვეტილებით, სახელები გადაერქვა 6 ქალაქს, ასევე 284 დაბასა და სოფელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები