ბაშარ ასადის ძალებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევა დაიწყეს

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
სირიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ასადის ძალებმა შეტევა ლაზკიეს პროვინციაში დაიწყეს. მას საარტილერიო მომზადება უძღოდა წინ.
ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ბაშარ ასადის ძალები დასახლებული პუნქტების – ქელეზისა და ქარამანის აღებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები