თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვანის პროვინციაში, „ქურთისტანის მუშატა პარტიის“ „ბოევიკებთან’“ შეტაკების შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რეგიონში ამჟამად სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. სააგენტოს ცნობით, 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც თურქეთის შეიარაღებულ ძალებს და ქურთ „ბოევიკებს“ შორის რეგიონში შეტაკებები განახლდა, 450 თურქი ჯარისკაცი და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 4 500 „ბოევიკი“ დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები