საქართველოში პირველი აპრილიდან გამოიდარებს
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე პირველი აპრილიდან გამოიდარებს -ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხემძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით , საქართველოში დღეს და ხვალ ისევ ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
“პირველი აპრილიდან მთელს საქართველოში დღის ტემპერატურა 12-13 გრადუსამდე დათბება, მაგრამ დღეს და ხვალ ყინვებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში – 4 გრადუსი, ააღმოსავლეთ საქართველოს ბარში -6 – 1 გრადუსი“,-განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.