კაირო და პარიზი EgyptAir-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვერსიებს შორის ტერაქტს არ გამორიცხავენ

საფრანგეთის და ეგვიპტის ოფიციალური სტრუქტურები EgyptAir-ის ავიალაინერის ჩამოვარდნის ვერსიებს შორის ტერაქტის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს- პრესი“ იუწყება.
თვითმფრინავი საბერძნეთის კუნძულ კარპატოსის სიახლოვეს, ეგეოსის ზღვაში ჩავარდა. მის ბორტზე 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავიდან განგაშის სიგნალის გამოგზავნის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. თავდაპირველად ოფიციალური სტრუქტურები აცხადებდნენ, რომ მათ განგაშის სიგნალი არ მიუღიათ, თუმცა შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ ავიალაინერიდან განგაშის სიგნალი უკვე რადარებიდან მისი გაუჩინარების შემდეგ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები