ლიბიაში ტერაქტის შედეგად 32 სამხედრო დაიღუპა

ლიბიის ქალაქ სირტის სიახლოვეს დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 32 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ „ფრანს-პრესი“ იუწყება. აფეთქება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა მოაწყვეს, რომლებიც უკვე ერთი წელია საპორტო ქალაქ სირტს აკონტროლებენ. მანამდე ვრცლდებოდა ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა სირტში ჯაშუშობის ბრალდებით მშვიდობიანი მოსახლეობა დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები