ობამამ და ერდოღანმა სირიის თემა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს სირიაში არსებული მდგომარეობა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. საუბარი ერთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ორი ქვეყნის ლიდერი სირიის საკითხზე საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, ასევე – ტერორისტულ დაჯგუფებებთან ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობაზე. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, აშშ-ის და დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები