გუამის სამხედრო ბაზაზე ამერიკული ბომბდამშენი ჩამოვარდა

კუნძულ გუამზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე B-52-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა. მის ბორტზე ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. მიწაზე დაცემის შემდეგ В-52-ს ცეცხლი მოეკიდა. თვითმხილველებმა აეროდრომის თავზე ბოლი შეამჩნიეს. В-52 ამერიკული ავიაციის შეიარაღებაში უკვე 60 წელია. ის გამოიყენებოდა ვიეტნამსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები