მოსკოვში ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანეს

მოსკოვში პირველი მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 8-მდე ადამიანი დაატყვევა.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ამ ეტაპზე 5 მათგანი გაათავისუფლა. შენობაში სავარაუდოდ კიდევ 3 მძევალი იმყოფება.
НТВ-ს ინფორმაციით, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიას ალყა შემოარტყა, ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლების მიზნით და ადგილზე გამოძახებულია სპეცრაზმი.
შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შევიდა და ფული მოითხოვა რა დროსაც ბანკის თანამშრომლებმა საგანგაშო სიგნალს დააჭირეს, დამნაშავემ კი ისინი მძევლად აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები