კომპანია „მაიკროსოფტმა“ „ნოკია“ გაყიდა

კომპანია „მაიკროსოფტმა“ მობილური ტელეფონების ცნობილი ბრენდის „ნოკიას“ გაყიდვის შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. „ნოკია“ ფინურმა კომპანიებმა – HMD Global-მა და FIH Mobile Limited-მა შეიძინეს, რომლებიც ტაივანური Foxconn-ის შვილობილი კომპანიებია. „მაიკროსოფტის“ ინფორმაციით, გარიგების თანხა 350 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„მაიკროსოფტმა“ „ნოკია“ 2014 წელს 7,2 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამის შემდეგ სმარტფონებს სახელები შეეცვალათ და მათ „მაიკროსოფტ ლუმიას“ სახელები მიენიჭათ. „ნოკიის“ მარკირება მხოლოდ საბაზისო, „ღილაკებიანმა“ ტელეფონებმა შეინარჩუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები