ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ზაფხულის დადგომასთან ერთად „ზიკას“ ვირუსი შეიძლება ევროპაში გავრცელდეს

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ზიკას ვირუსი შეიძლება ევროპის ქვეყნებში გავრცელდეს. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
„არსებობს ევროპის რეგიონში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების საშიშროება. ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომლებიც პოტენციური საფრთხის ზონაშია, რომ მათ ვირუსთან საბრძოლველად ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმოამდგენელმა ჟუჟანა იაკაბმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რუკაზე ევროპის რეგიონი 50 ქვეყანას მოიცავს, სადაც, საერთო ჯამში, 900 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქედან, ორგანიზაციის მონაცემებით, „ზიკას“ ვირუსი 18 ქვეყანას ემუქრება, ძირითადად, შავი ზღვის რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები