თეირანი – კიმ კარდაშიანი ირანის წინააღმდეგ მოქმედი აგენტია

ირანის პროკურატურა ცნობილ ჰოლივუდელ მოდელს კიმ კარდაშიანს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ აგენტს უწოდებს. ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა მუსტაფა ალიხაზედმა განაცხადა. PetaPixel-ის ინფორმაციით, ირანში 8 ქალი დააკავეს, რომლებიც ინსტაგრამში ჰიჯაბის გარეშე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.
როგორც ირანის პროკურატურაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსმა ჯავად ბაბეიმმა განაცხადა, ამ ადამიანების დაკავების მიზანია ქვეყანაში მორალის და ოჯახის ფასეულობების შენარჩუნება. პროკურორის თქმით, ამ ფასეულობების წინააღმდეგ სამოდელო სააგენტოები გამოდიან, რომლებიც „ისლამური კულტურისთვის მიუღებელი იდეალების პოპულარიზაციას ეწევიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები