თეა წულუკიანი “კაბელების საქმეზე”: ყველას გვევალება, რომ დაველოდოთ პროცესის დასასრულს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ე.წ. “კაბელების საქმესთან დაკავშირებით” სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, სიმართლის დადგენა შეუძლებელია.
წულუკიანი თვლის, რომ შუალედური განაჩენის შეფასება არ შეიძლება.
„როგორც ყველა პირველი ინსტანციის განაჩენი, ესეც დროებითი დოკუმენტია. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში მანამ, სანამ უმაღლეს მოსამართლეს არ უთქვამს, სად არის სიმართლე, ვინ არის მართალი – პროკურატურა, თუ დაცვის მხარე, ჩვენ – ყველას გვევალება, რომ დაველოდოთ პროცესის დასასრულს, რომელიც დღეს უბრალოდ დასრულებული არ არის.
შუალედური დოკუმენტი, რომელიც არ არის ჯერ კანონიერ ძალაში შესული და ამიტომ, ალბათ, მხარეები კიდევ იპაექრებენ და საბოლოო სიმართლე მანამ, სანამ განაჩენი არ იქნება საბოლოო აპელაციის თუ კასაციის, ვერავინ იტყვით, თუ სად არის, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რეალობა“, – აცხადებს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები