თურქეთი რუსეთისგან მოითხოვს, ანკარის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა დაამტკიცოს

„თუ რუსეთს აქვს ანკარის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ფაქტები, მე მზად ვარ, გადავდგე“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ვენაში განაცხადა.
ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის თანდასწრებით გააკეთა. მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის მუშაობაში.
„თქვენ სერიოზული და გამოცდილი დიპლომატი ხართ და ასეთ ჭორებს არ უნდა აჰყვეთ“, – აცხადებს თურქი მინისტრი. მისი თქმით, თუ ლავროვი ასეთ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, „ის სიცოცხლის ბოლომდე ანტალიაში თურქული მხარის სტუმრად დარჩება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები