ნულანდი მოსკოვში სურკოვს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვიქტორია ნულანდი, რომელიც ამჟამად მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს შეხვდა.
მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა მინსკის შეთანხმებები და უკრაინა იყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილი სიტუციის კომენტირებისას ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიერ ჩატარებული არჩევნების აღიარებას, თუ მათ კიევი არ აღიარებს. ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხოლოდ მინსკის შეთანხმებების შესრულების შემდეგ მოხსნის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ. უკრაინის ხელისუფლება რუსეთს საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები