ეკვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ეკვადორში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა აცნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ კიტოდან 155 კილომეტრში იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 1 თვის წინ ეკვადორში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრას 660 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები