საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი იწყება

საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრების ვიზიტი იწყება. პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები თბილისს გუშინ ეწვევნენ და მათი ვიზიტი 20 მაისს დასრულდება.
ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები ხვალ პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართავენ. შემდეგ კი, გაემგზავრებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები: საგარეო უწყებაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან. ამავე დღეს შედგება მათი შეხვედრა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან. შემდეგ ისინი შეხვდებიან ნატო-საქართველოს ტერნინგ ცენტრის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები გაემგზავრებიაბ მთავრობის ადმინისტრაციაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.
დღის ბოლოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში მედიისთვის ვიზიტის შემაჯამებელ კომენტარებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები