შრი-ლანკაში მეწყერის შედეგად 200 ოჯახი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

200 ოჯახი უგზო-უკვლოდ დაიკარგა შრი-ლანკაში, სადაც მეწყერი სამ სოფელში ჩამოწვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სტიქია სოფლებს კუნძულის სამხრეთ ნაწილში დაატყდა თავს. სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა 180 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ ასევე ნანგრევებიდან 13 ცხედარი ამოიყვანეს. მეწყერი შრი-ლანკაზე ძალზე ხშირად ხდება. განსაკუთრებით ხშირად სტიქიური უბედურება წვიმების სეზონზე ხდება, რომელიც მაისიდან დეკემბრამდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები