მექსიკის პრეზიდენტი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ინიციატივით გამოდის

მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. შესაბამისი თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყნის კონგრესს მიმართა. ამჟამად მექსიკაში ერთსქესიანთა ქორწინებები მხოლოდ დედაქალაქ მეხიკოში და რამდენიმე შტატშია დაკანონებული. გასულ წელს მექსიკის უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის რამდენიმე შტატში ერთსქესიანთა ქორწინებების აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები