აშშ-ის სახმელეთო ჯარების მინისტრად გეი დაინიშნა

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 47 წლის ერიკ ფენინგის კანდიდატურა არმიის მინისტრად, რომელიც შეერთებული შტატების სახმელეთო ძალებზეა პასუხისმგებელი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ფენინგი პირველი გეია, რომელიც თავის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს და რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთი ძალების სახეობას უხელმძღვანელებს.
ახალი მინისტრი თავისი კანდიდატურის დამტკიცებას რვა თვის განმავლობაში ელოდებოდა. ამას კანზასის შტატის რესპუბლიკელი სენატორი პეტ რობერტსი ეწინააღმდეგებოდა. ის გარანტიებს ითხოვდა, რომ გუანტანამოს ციხის დახურვის შემთხვევაში, არცერთი პატიმარი კანზასის ციხეში გადაყვანილი არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები