გიორგი მარგველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა უარყოფითია

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა არის უარყოფითი, როდესაც კანონი ჩემთან მოვა, მაშინ იქნება კონკრეტული ვერდიქტი ჩემი მხრიდან, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს. პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაჩქარებულად.
“როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან დაისვა კითხვა, რა საჭიროებას წარმოადგენდა კანონოს ასე ფორსირებულად, სწრაფ რეჟიმში გატანა; რატომ არ ეგზავნება პროექტი ვენეციის კომისიას, რატომ არ არიან ჩართულნი ამ დუსკუსიაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები”,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რიონის” ეთერში.
მისივე თქმით, სახელმწიფო სისტემა დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობაზე, ინსტიტუტზე – ეს არის სასამართლო, საბანკო, აუდიტის სისტემა, პარლამენტი, მთავრობა.
“ეს ნაგებობები მთლიანობაში ქმნიან ეფექტურად მომუშავე სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, ამ ინსტიტუტების უფლებამოსილებები იყოს დაბალანსებული. ჩემთვის შარშანაც გაუგებარი იყო, როდესაც დაიწყო ფორსირებული შეტევა ეროვნული ბანკის შესუსტებაზე, რამ განაპირობა ასეთი შეტევა. დღესაც გაუგებარია ის ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რომელი მიიღო პარლამენტმა. იმისთვის, რომ ვთქვა, ვეტო იქნება თუ არა, უნდა გავეცნო კანონოროექტს. ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ იყო პროცედურული დარღვევებიც”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, ტელეკომპანია “რიონის” ეთერში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები