თამაზ მეჭიაური: ბიძინა ივანიშვილთან არა მხოლოდ მე, მთელი გუნდი ვალშია

მე იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც რაღაცაზე გაბრაზდებიან, კარს გამოიჯახუნებენ, თანამებრძოლებს მიატოვებენ და მერე ტელევიზიებიდან ლანძღავენ, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში.
“ბიძინა ივანიშვილთან არა მხოლოდ მე, მთელი გუნდი ვალშია. რომ არა მისი პოლიტიკაში შემოსვლა, მე ამ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ვერ ვიქნებოდი, რადგან, როგორც მაჟორიტარს, ხმებიც რომ მიმეღო, მის დაცვას მაინც ვერ შევძლებდი. თუ ჩვენი გზები გაიყოფა და სხვადასხვა მიმართულებით წასვლა მოგვიწევს, თავს ვალდებულად ვთვლი, მასთან ყველაფერი ადამიანურად გავარკვიო, მეგობრებად დავრჩეთ და ქვეყნის მსახურება, ვისაც როგორ გვჯერა, ისე გავაგრძელოთ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მან ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე შეხვდა, პრემიერი კი, ქვეყანაში არ იმყოფება და როცა ჩამოვა, მასაც შეხვდება.
“საკითხი მარტო წასვლა-დარჩენაზე არ დგას. აქ საუბარია იმაზე, წასვლის შემთხვევაშიც კი, მომავალში რას ვაკეთებთ. უმრავლესობა ფაქტობრივად დაიშალა და მთელი რიგი საკითხებია მისაღები. საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩემი განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, ბევრ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია და მათ უნდა იცოდნენ, რომ დარჩენილ პერიოდში ჩემი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები