თამაზ მეჭიაური გოგი თოფაძესთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

მმართველი გუნდიდან წასვლის შემდეგ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
“პრემიერმა სადემარკაციო ხაზი გაავლო და თქვა, რომ ვისაც ევროატლანტიკურ არჩევანში ეჭვი ეპარება, გუნდში ვერ მოხვდება. მე კი, არა თუ ეჭვი მეპარება, დარწმუნებული ვარ, ნატოში ვერ გავწევრიანდებით. დეპუტატობის სანაცვლოდ აზრს ვერ შევიცვლი. აქედან გამომდინარე, იქით მხარეს ვერ მოვხვდები და აქეთ მხარეს ვარ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
პარლამენტარმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამორიცხავს.
“კონსულტაციები მაქვს, მათ შორის, “ქართული ოცნების” გუნდის წევრებთან და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამოვრიცხავ. ეს ძალა ნებისმიერი გარე გავლენისგან – როგორც დასავლეთისგან, ისე ჩრდილოეთისგან დამოუკიდებელი იქნება. ჩემთვის უპირველესი ჩემი ქვეყნის ინტერესია, დანარჩენი ყველაფერი ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა. არის პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც რაღაც ნაწილში, თანამშრომლობა შეიძლება. მაგალითად – გოგი თოფაძესთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები