კანადაში ხანძარმა ნავთობის ჭაბურღილის მუშაკთა დასახლება გაანადგურა

კანადის ალბერტის პროვინციაში ტყეში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა ნავთობის ჭაბურღილის მუშაკთა დასახლება ბლეკსენდ ექზექიუთივ ლოჯი გაანადგურა, რომელიც ქალაქ მაკ მარეის სიახლოვეს მდებარეობს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დასახლებიდან 8 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ხანძრის ფართობი 70 ათასი ჰექტარით გაიზარდა. ამჟამად ის 355 ათას ჰექტარს შეადგენს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხანძარმა ქალაქ მაკ მარეიში 2 ათასზე მეტი სახლი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები